მარნეულში შეზღუდვები 18 მაისიდან სრულად მოიხსნება

მარნეულში შეზღუდვები 18 მაისიდან სრულად მოიხსნება

18 მაისს მარნეული სრულად გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„მარნეულში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არის აუცილებელი ტესტების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს, სწორედ ამიტომ გვჭირდება ეს დამატებითი დრო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.