მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში უცნაურ ჩანახატს აქვეყნებს:
„სასაფლაოები იკეტება, გავიგონე და გამიხარდა. ეს იმას ნიშნავს , რომ არავინ გარდაიცვლება, რომ ყველას აეკრძალა ძალიან შორს წასვლა...
იკეტება საფლავები, მაგრამ ვინც იქ დარჩა, ვერც მათ მივუტანთ წითელ კვერცხს, რომ ვახაროთ, რომ ქრისტე აღდგა...
ჩვენ ისედაც ზურგზე მოკიდებული საფლავებით დავდივართ, არავინ იცის, როდის გაგვიძახებენ...
იყოს დაკეტილი... გარდაცვალებაც დროებით გადაიდება...
მკვდარი კი ისედაც ბევრი მოძრაობს!..“