„განრისხებული ვარ, ამაზრზენი და შემაძრწუნებელი იყო კომენტარები“ - თეონა კონტრიძე კრიტიკოსებს პასუხობს

„განრისხებული ვარ, ამაზრზენი და შემაძრწუნებელი იყო კომენტარები“ - თეონა კონტრიძე კრიტიკოსებს პასუხობს

მუსიკოსმა თეონა კონტრიძემ, მარი ნაკანის instagram ლაივის მეშვეობით ხელისუფლებას მიმართა „აღარ გვინდა ამ რუსეთში, წაგვიყვანეთ-ო".

ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა და გამოხმაურება მოჰყვა, რამაც მუსიკოსი აღაშფოთა.

კონტრიძემ მორიგი ვიდეოთი კრიტიკოსებს პასუხობს.

„განრისხებული ვარ და პასუხი რომ არ გაგცეთ, შეუძლებელია.

ჩემი ვიდეო მიმართული იყო საქართველოს მთავრობისკენ, რომ ამ პანდემიის დროს რუსეთიდან დახსნაში დაგვხმარებოდა.

აბსოლუტურად ამაზრზენი და შემაძრწუნებელი იყო კომენტარები.

მე რუსეთში 1994 წელს წამოვედი. ამ პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი წამოვიდა რუსეთში, ზოგი დარჩა, ზოგი - არა.

ვინც არ დარჩა, დღემდე ამბობს, რომ პატრიოტიზმი აწუხებდა და ეს არის ტყუილი ! ვიღაც მოერგო, ვიღაც ვერ მოერგო. ჩავაბარე ინსტიტუტში, მოვხვდი მიუზიკლში, ჩემი კარიერა ცოტა დაიძრა.

შეგახსენებთ, 90-იანების დასაწყისში საქართველოში იყო სამოქალაქო ომი და მუსიკოსებისთვის არავის ეცალა. დღესაც ცოტა სცალიათ ამისთვის.

შეგიძლიათ პრეტენზია წამიყენოთ, „ჩვენ ვუძლებდით და შენ რატომ არ უძლებდი?" ამაზეც გპასუხობთ:

ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იქ, სადაც მუშაობს, არის აქტუალური, სადაც შეუძლია სამყაროსთვის, პლანეტისთვის, ხალხისთვის რამის გაკეთება.

თუნდაც საქართველოსთვის, რუსეთიდან უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, ვიდრე საქართველოში. ჩემმა შემოსავალმა 14 ადამიანი მაინც შეინახა. შეიძლება თქვენ უფრო მეტს ინახავთ, მაგრამ მე ეს შევძელი.

2008 წელს, როცა თეონა კონტრიძე აკეთებდა ქორწილს, რაზე ფიქრობდა, რა ექორწილებოდა, როცა რუსეთი საქართველოს ბომბავდა - ამაზეც გპასუხობთ:

როგორც მოგეხსენებათ, ქორწილი 1 დღით არ იგეგმება, ეს არის პროცესი. ჩვენ ჩამოვფრინდით 2 აგვისტოს ყველაფერი დავგეგმეთ, მოსკოვიდან ჩვენი 34 მეგობარი იყო ჩამოსული, პატარა ქორწილი გვქონდა, 80-კაციანი.

2008 წლის 8 აგვისტოს ჯვარი სამებაში დავიწერეთ. შემდეგ წავედით მცხეთაში, სუფრასთან დავსხედით და ოფიციანტები გვეუბნებიან, რომ რუსეთმა დაარტყა საქართველოს და ატყდა ომი.

რა უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ ჯვრისწერის შემდეგ? რა თქმა უნდა, დაიშალა სუფრა, წამოხტა ხალხი, ზოგი მანქანით ერევნით გარბოდა, ზოგი რიგით გაფრინდა, ჩემი საკუთარი ჯვრისწერის ვიდეო მე არ მაქვს. რადგან 4 ტელეკომპანია, რომელსაც ჩვენი ჯვრისაწერა უნდა გადაეღო, ცხინვალში ექსტრემალურად გავარდა", - იხსენებს მუსიკოსი.

 

 

Katana . დაიკიდე!.. ეს ის ხალხია, გამუდმებით ვიღაცის ჩასაქოლად რომ არიან მომართული!..
5 წლის უკან