კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსი კიდევ 17 სასულიერო პირს დაუდგინდა

კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსი კიდევ 17 სასულიერო პირს დაუდგინდა

უკრაინაში, კიევ-პეჩორის ლავრაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის კიდევ 17 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 120-ს გადააჭარბა.

13 აპრილს ლავრაში კარანტინი გამოცხადდა და ის ამ დრომდე დახურულია. კორონავირუსს მონასტერში რამდენიმე სასულიერო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ლავრაში მღვდლები კორონავირუსის საფრთხეს არ აღიარებდნენ და მრევლს ეკლესიებში სიარულისკენ მოუწოდებდნენ.