საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი - ძლიერი ქარი და ნალექები

საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი - ძლიერი ქარი და ნალექები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით საქართველოში 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი.

მათივე ინფორმაციით მოიმატებს ძლიერი ნალექების, სეტყვის და ქარის გაძლიერების შესაძლებლობა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე შეიქმნება 3-4-ბალიანი ღელვის პირობები.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.