"გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ პარტიულ მედიასაშუალებებსაც უკვე ბოლომდე ჩამოეხსნათ ნიღბები" - წერს სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი.
"ახალი კორონავირუსის მსოფლიოს მაშტაბით გავრცელებამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადებამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრების დღის წესრიგი შეცვალა.
ბევრი რამ შეიცვალა და შეიცვლება...
გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ პარტიულ მედიასაშუალებებსაც უკვე ბოლომდე ჩამოეხსნათ ნიღბები.
ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა,ჩვეული მანერით,საერთო ბრძოლის მოედანზეც მსხვერპლად ისევ საკუთარი ქვეყანა,ხალხი,ექიმები და ეკლესია აირჩია!
"facebook"-მა ამ ძალებთან დაკავშირებული გვერდები და ექაუნთები საკუთარი გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობაში პანიკის დათესვისთვის, სიყალბის გავრცელებისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა.
არ გამიკვირდება "facebook"-ის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილებაც მათი მხრიდან მოქმედ ხელისუფლებას დაბრალდეს.
სასაცილოა,სასაცილო!"