ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ეს რა საოცარი ამბავი მოხდა.
ფეისბუკმა ნაც-მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები გააუქმა. .
ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ როგორც ევროკავშირის, სტრატკომის სპიკერმა განაცხადა,"რუსეთის პროპაგანდის მთავარი ამოცანაა ხალხი დაზაფროს ნარატივით, რომ მათი ქვეყნების ხელისუფლებები ეფექტიანად არ ებრძვიან და ვერ იცავენ მოსახლეობას კოვიდ 19-ს საფრთხისაგან"
ხოლო ფეისბუკმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული გვერდები ზუსტად ამ პროპაგანდისტული ხაზის გამო გააუქმა.
აი, ასეთ მრუდე სარკეების სამყაროში ვცხოვრობთ.
ყველაფერი უკუღმა უნდა იფიქროს ადამიანმა."