„უცნაურია, რომ „ფრიდომ ჰაუსის

„უცნაურია, რომ „ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენცია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის  აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან"

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ფრიდომ ფაუსის" ანგარიშში მოყვანილ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის ხელყოფის მხრივ გაუარესებული ვითარებაა, კომენტარი გააკეთა.

„მმართველი გუნდი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შესაბამის ანგარიშებს. აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ უცნაურია, რომ „ფრიდომ ფაუსის" ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენცია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან, რომლებიც მათ სასამართლო სისტემაში ჩვენი გუნდის მიერ გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით გააკეთეს. სწორედ აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის განცხადებით, ქართული ოცნების გუნდის მიერ განხორციელებული რეფორმები, კერძოდ სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღა, შეფასებულია როგორც მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად სასამართლო სისტემების მეტი დამოუკიდებლობისთვის, მეტი განვითარებისთვის და კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალეობისთვის", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

Katana . ნაცების დროს გამამართლებელი განაჩენი რომ 0,1 პროცენტი იყო, ეტყობა, ეს ფაქტი დაამახსოვრდა თბილად "ფრიდომ ჰაუსს"!
5 წლის უკან