ირაკლი ლატარია: მელაძე  იყო და არის სააკაშვილის ფავორიტი და  დასაყრდენი ძალა

ირაკლი ლატარია: მელაძე  იყო და არის სააკაშვილის ფავორიტი და  დასაყრდენი ძალა

„აშკარა ხდება, რომ სააკაშვილი თავის მეორე ფრონტის გახსნას აპირებს მელაძის სახით, რომელიც მისთვის არის ერთი ,,ჩაჯმული ბიჭი", რომელსაც შეუძლია ყველაფერზე წასვლა რათა მას დაუმტკიცოს ერთგულება!!! - ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში ტვ პირველზე ნოდარ მელაძის გადასვლას ეხმიანება.

მისი თქმით, საინფორმაციო საშუალებები აშკარად ცდილობენ გადაერთონ ნოდარ მელაძის პათოსზე და სავარაუდოდ ძალიან მალე მივიღებთ მთავარი 2 -ს, რაც ძალიან, ძალიან სამწუხარო ფაქტი იქნება.

„ბევრჯერ მიფიქრია ამა თუ იმ ადამიანზე, რომ შეიძლება გამოსწორდეს, შეიძლება იქ იყო გარემო ისეთი რომ სხვანაირად ვერ იმოქმედებდა და ა.შ

სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდოდა რომ ეს მეფიქრა ნოდარ მელაძეზეც (ალბათ იმიტომ, რომ TV პირველის მიმართ ჩემი სიმპატიები გამაჩნია) და რაც მთავარია ჩემი ვარაუდი ყოფილიყოს მცდარი, მაგრამ ამაოდ

ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ,,დადის ჩაჯმული" (სააკაშვილისი სიტყვები) მელაძე, რომელიც იყო და არის სააკაშვილის ფავორიტი და ყოველთვის დასაყრდენი ძალა, როგორ ამაზრზენად, ბოროტულად, გააზრებულად აწვდიდა საზოგადოებას დეზინფორმაციას გვარამია TV -ს ეთერიდან. მელაძემ შეიცვალა სამუშაო ადგილი და მინდოდა, რომ მას აზროვნებაც შეეცვალა და TV პირველში მაინც არ გაეგრძელებინა ზიზღი და ,,ფეიკ" ამბები. ბოლო დღეებია ვაკვირდები და საინფორმაციო საშუალებები აშკარად ცდილობენ გადაერთონ ნოდარ მელაძის პათოსზე და სავარაუდოდ ძალიან მალე მივიღებთ მთავარი 2 -ს, რაც ძალიან, ძალიან სამწუხარო ფაქტი იქნება.

TV - პირველი არის ის ტელევიზია, რომელმაც მე პირადად მომცა უამრავი საშუალება, რათა დამეფიქსირებინა ჩემი აზრი, საზოგადოებისთვის მიმემართა და რაც მთავარია, გავზრდილიყავი როგორც რესპოდენტი (ამისთვის მას მადლობა).

ძალიან არ მინდოდა, რომ აღნიშნულ ტელევიზიას შეეცვალა პლატფორმა და მელაძის გამოცდილება (რაც ნამდვილად არ არის სატრაბახო) ვახოს, ჟიჟის, დიანას და ა.შ სხვა პროფესიონალებს გაეზიარებინათ და იმედია ისინი შეძლებენ ბევრად დამოუკიდებლად ყოფნას, ვიდრე ეგ უნდა ნოდარიკოს.

აშკარა ხდება, რომ სააკაშვილი თავის მეორე ფრონტის გახსნას აპირებს მელაძის სახით, რომელიც მისთვის არის ერთი ,,ჩაჯმული ბიჭი", რომელსაც შეუძლია ყველაფერზე წასვლა რათა მას დაუმტკიცოს ერთგულება!!!" - წერს ირაკლი ლატარია.