ამირან გამყრელიძე:

ამირან გამყრელიძე: "მითხრეს, რომ თურმე გაბრაზებულია ჩემზე მოსახლეობა"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მან იცის, რომ მოსახლეობა უკვე გაღიზიანებულია გახანგრძლივებული შეზღუდვებით:

„ახლა ვართ მეშვიდე კვირაში. ამიტომ, დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ გავივლით მეშვიდე და მერვე კვირას. თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, ამასობაში ზაფხულიც მოგვიწევს, დადგება თბილი მდგრადი ამინდები და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ესეც გარკვეულად შეგვეხიდება.

ახლა მომწერეს კიდევ, რომ თურმე გაბრაზებულია ჩემზე მოსახლეობა. ჩემმა პიარმა მომწერა, მოდის ბევრი შენიშვნა, რომ თურმე ჩვენ ვაწესებთ ამ შეზღუდვებს. არა, ბატონებო, ჩვენი ცენტრი იძლევა გარკვეულ რეკომენდაციებს. ამ რეკომენდაციების შესახებ მსჯელობს ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, რომელსაც ჰქვია საკოორდინაციო საბჭო და ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას კონსენსუსის პრინციპით.

ვიცი, "ფეისბუქზე" ბევრი ამბობს, გამყრელიძე გამოვა და იტყვის კიდევ ორი-სამი კვირაო. არა ბატონო, თავიდანვე ვთქვი, რომ ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ, შიდა გავრცელების დაწყებიდან მეექვსე, მეშვიდე, მერვე კვირა არის ხოლმე ყოველთვის საფრთხილო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.