აშშ-ის ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
სამართალდამცველების განცხადებით, პროფესორი ბინგ ლიუ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაცვლილი ნახეს. პოლიციამ ასევე პროფესორის სახლთან მდგარ მანქანაში კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინა. გამოძიება ვარაუდობს, რომ რომ დაუდგენელმა პირმა ჯერ მეცნიერი მოკლა, შემდეგ კი თავის მანქანაში დაბრუნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი და პროფესორი ერთმანეთს იცნობდნენ.
როგორც მოკლულის კოლეგები ამბობენ, ბინგ ლიუ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ კვლევებში მნიშვნელოვანი აღმოჩენების პირას იყო.
ეს როგორ?????
ჰოოოოოოო..............
ზნაჩიტ ბუდეა რაღა ......
ეგრეა...