ევროპაში სიკვდილიანობით ბრიტანეთი დაწინაურდა

ევროპაში სიკვდილიანობით ბრიტანეთი დაწინაურდა

ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, მსხვერპლთა საერთო რიცხვი 32 ათასს გადაცდა. ამ სტატისტიკაში შედიან არა მხოლოდ კლინიკებში გარდაცვლილები, არამედ ისინიც, ვინც საკუთარ სახლებში და მოხუცებულთა თავშესაფრებში, სავარაუდოდ, კოვიდ19-ით გარდაიცვალნენ.

როგორც ბრიტანული გაზეთი Daily Telegraph ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, მკაცრი შემზღუდავი ნორმების დაწესებამდე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებული არანაკლებ 20 ათასი ადამიანი შევიდა და მხოლოდ 300 მათგანი იქნა გადაყვანილი კარანტინში.