როგორც გაზეთი „ტაიმსი“ წერს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ სტუდენტების ნაწილს უარი განუცხადა, ამოეღო სასწავლო პროგრამიდან ის მასალები (სტატიები, წიგნები, გასული წლების მეცნიერული ნაშრომები), რომლებიც ჰომოფობიურ და ქალთმოძულე განწყობებს შეიცავენ და ასევე ამართლებენ საზოგადოების დაყოფას კლასებად.
ინიციატივა ოქსფორდის უნივერსიტეტის ლგბტ-აქტივისტებს ეკუთვნოდათ, რომლებიც აღშფოთებულები არიან იმით, რომ მათ ასეთი ტექსტების კითხვას აიძულებენ.
როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ თავის განცხადებაში აღნიშნა, მას ესმის, რომ ზოგიერთ სასწავლოლიტერატურას სტუდენტები შეურაცხმყოფელად და ზედმეტად რადიკალურად აღიქვამენ, მაგრამ სიტყვის თავისუფლება, კანონის ფარგლებში, ყოფელთვის იყო უნივერსიტეტის მუშაობის საფუძველი.