დავით გადელია: დღევანდელი ყურმოკრული..

დავით გადელია: დღევანდელი ყურმოკრული..

 ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:

"თმის შეკრეჭის ყველა ვადა გადამიცდა! საოცარია.. ახალგაზრდობაში, როცა მთელი თავი თმით მქონდა გადავსებული, რაც არ უნდა გაზრდილიყო, ფასონში მეთვლებოდა და ითმენდა შეუკრეჭავობას. გამელოტების შემდეგ, ერთი კვირაც რომ ვაცალო ერთგულად შემორჩენილ მეგობრებს, ზომაზე მეტად გაზრდა- ძალიან შესამჩნევი ხდება გაუკრეჭაობა! ..ალბათ ყველა მელოტის თავზეც იგივე პარადოქსი ტრიალებს. ჰოდა, გადავწყვიტე კვირა დღე გამომეყენებია ამ ძაან დასაზარებელი საქმისთვის.

შორს კი არაა- ეზო მაქვს მხოლო გადასაკვეთი. ეზო კი, მშვენიერი ამინდის გამო, დღეს სავსე იყო სხვადასხვა ასაკის, სოციალური და სქესობრივი ფენის ადამიანებით. ბავშვები ბურთაობდნენ, დიდები დომინირებდნენ, ბავშვებს ასეირნებდნენ და ა.შ...ბაღის ერთ სკამზე იჯდა ორი, 45-50 წლის მამაკაცი და დინჯად საუბრობდნენ. ადრეც შემინიშნავს ეს დუეტი. ყველა ეზოშია ასეთები: წვერგაუპარსავი, მუდმივი პახმელიის ხმით, ჯერჯერობით რომ აქვთ თავშესაფარი, მაგრამ "საქთბილტკბილბანკში" ერთი საშუალო სიმძიმის შედეგიანი შევლაა საჭირო და სრულიად უსახლკარო ბომჟებად რომ გადაიქცევიან! ერთადერთი ის შველით, რომ საკუთარი ოჯახის წევრებთანაც დაბალი რეიტინგის გამო, ჩამორთმეული აქვთ დამოუკიდებელი ფინანსური ოპერაციების წარმოების უფლება... მათი საკვირაო რეუტების თემა, ჩემი აზრით დიდ ჩამონათვალს არ უნდა შეადგენდეს. ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ მეგონა, რომ განსახილველ საკითხებში დოუ-ჯონსის ინდექსი ან კანადური მფრინავი ციყვების გამოზამთრების პრობლემაც შედიოდა. მთლად ასეც არ ყოფილა საქმე... მათ სკამთან ჩავლისას ყური მოვკარი შემდეგ დიალოგს:

-..კაი რა, თუ ძმა ხარ, ესენიც არაფრის გამკეთებლები არ არიან..

- აბა რაა! ვინც არ უნდა მოვიდეს ხვალ მთავრობაში- ისინიც კაი ყლ@@ბი იქნებიან!...

...ჰო, ზუსტად ამაზე შეთანხმდნენ. კი არ თქვეს ჩათლახები, აფერისტები, სისხლის მწოველები და ა.შ.. -რაც დავწერე, ისინი იქნებიანო!..

ბევრი ვიფიქრე, რას გულისხმობდა ეს ორი პატიოსანი კაცი. რატომაა წინა და მომავალი ყველა მთავრობა ყ@@, რომ მათი ღვაწლი ქვეყნის წინაშე ვერცერთმა ვერ დაინახა?? თუ იმიტომ, რომ ვერცერთი მთავრობა ვერ მიხვდა, ყოველ დილით გამოზარხოშებისთვის საჭირო ფული ჩაეკუჭა ჯიბეში??.. რომ მკრიჭავდნენ, ამ რთული დილემის ამოხსნას ვფიქრობდი...

...სახლში რომ მივედი და ფბ-ში შევედი, რაღაც ბევრი აზრი მეცნაურა; ძალიან ჰგავდა... აჰ, არა, აღარ გავაგრძელებ, თორემ ბევრ მეგობარს დავკარგავ! მე კი ყველა მეგობარი მეძვირფასება...'