აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ერთი რამე, რაც კორონავირუსის პანდემიამ ამერიკელებს ასწავლა ის არის, რომ ის მართალი იყო.
გამოცემა New York Post-სთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ახლა ამერიკელები შიდა წარმოებაზე არიან ორიენტირებულნი, მათ შორის სამედიცინო პროდუქციის წარმოებაზე, რომელიც ამჟამად ჩინეთში კეთდება.
„იცით, ხალხი ამბობდა, რომ საწარმოები უნდა დავტოვოთ იქ, სადაც არის, რომ არ უნდა დავაბრუნოთ ქვეყანაში. თუმცა, ახლა ეს ხალხი მეთანხმება. ეს ეხება სამედიცინო და სხვა პროდუქციის წარმოებას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში დიდი ოპტიმიზმი სუფევს და ამერიკელები ახლა თავს კარგად გრძნობენ. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი მალე დასრულდება.
„სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, თუმცა სამუშაოს უნდა დავუბრუნდეთ. ხალხს ქვეყნის გახსნა სურს. დაახლოებით 38 შტატი გახსნის პროცესში