დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მთელმა რიგმა ქვეყნებმა პიკი გადალახეს და საქართველო ამ ეტაპამდე შედარებით ნაკლები დაზიანებით მოდის, ახლა კი პიკურ პერიოდშია.
„ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ეს კვირა და მომავალი კვირა. ახლა, ორშაბათიდან მეშვიდე კვირაში შევდივართ, რაც შიდა გავრცელება დაგვეწყო და ამიტომ მეტი სიფრთხილე, მეტი გამოვლენა და ყველამ იცოდეთ, თუ ვინმეს ტემპერატურა და რესპირაციული სიმპტომები აქვთ, მიმართონ ექიმს, მისი რჩევით იმოქმედონ. გაფართოებულია გამოკვლევების რაოდენობა და თუ დადებითია, სწრაფად, საწყის ეტაპზე მკურნალობა იძლევა კარგ შედეგს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს, მოსახლეობას ყოველდღიურად გაისინჯონ ტემპერატურა.
„გთხოვ და მოვუწოდებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ყოველდღიურად გაისინჯონ ტემპერატურა, გრძნობენ თუ არა. თუ მომატებულია ტემპერატურა აუცილებელია, მიმართონ ექიმს. თუ აქვთ ხველა, სიცხე, სუნთქვის უკმარისობა, აუცილებელია, მიმართონ ექიმს ან თუ იციან, რომ იყვნენ კონტაქტში ადამიანთან, ვისაც დაუდასტურდა ინფექცია, მიმართონ ექიმს. ეს არის ჩემი უმორჩილესი თხოვნა ყველასადმი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბმული
ამ ბმულს თუ გახსნის for.ge-ს რომელიმე ძველი იუზერი, გაეცნობა ძალიან საინტერესო და კარგ ადამიანს, რომელიც ამ საიტის ერთ-ერთი ძალიან აქტიური იუზერი იყო, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მას "პრესა.გე" ერქვა (ანუ, ვიდრე ნაცები მიიტაცებდნენ)...
ცხადია, მე არა მაქვს უფლებამოსილება, გაგიმხილოთ, რა ნიკით წერდა იგი.