ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ველოდები რეპორტაჟებს თქვენს პარტიულ მედიაში იმის შესახებ, რა ცუდი სტატიები ქვეყნდება საქართველოს შესახებ.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ველოდები რეპორტაჟებს თქვენს პარტიულ მედიაში იმის შესახებ, რა ცუდი სტატიები ქვეყნდება საქართველოს შესახებ.

ოპოზიციისათვის მორიგი თავზარდამცემი სტატია გამოქვეყნდა ფრანგულ l'opinion-ში, სადაც საქართველოს მიღწევებზე საუბრობს ავტორი,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მჭედლიშვილის თქმით, ფრანგული გამოცემის მიერ გამოქვექნებულ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაზე გაცილებით უკეთესი საინვესტიციო გარემო აქვს და რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან და ჩინეთთან მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ბიზნესისათვის.

,,ოპოზიციისათვის მორიგი თავზარდამცემი სტატია გამოქვეყნდა ფრანგულ l'opinion-ში, სადაც საქართველოს მიღწევებზე საუბრობს ავტორი. ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაზე გაცილებით უკეთესი საინვესტიციო გარემო აქვს, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან და ჩინეთთან მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ბიზნესისათვის. როგორც ჩანს სტატიის ავტორზე იმოქმედა ქართველთა სიშმვიდემ ვირუსთან ბრძოლის პროცესში, მაშინ როცა ის "პანიკაზე" საუბრობს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.  ჩვენო "თავზარიკოებო", ველოდები რეპორტაჟებს თქვენს პარტიულ მედიაში იმის შესახებ, რა ცუდი სტატიები ქვეყნდება საქართველოს შესახებ" ,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი

Aburjga Tasmanieli ვინც რუსული იცით ნახაეთ ერთი ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი რა "გორლაზეა" , რა "გონორით" ლაპარაკობს, როგორ ჩამოთვლის საკუთარ მიღწევებს ანუ როგორ ცრუობს, რაც ენაზე მოადგა იმ ციფრებს ასახელებს, სარგებლობს რა იმით, რომ მოკამათეს ეს ციფრები ნამდვილად არ ეცოდინებოდა!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბმული
5 წლის უკან