„იმის მაგივრად, რომ ოპოზიციამ ვირუსთან ბრძოლის დროს იდეებით და შემოთავაზებებით წამოვიდეს მუდმივად პოლიტიკური ქულების დაწერას ფიქრობს“, - ამის შესახებ POSTV-ის ეთერში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„თუნდაც შემოტევა საქართველოს მთავრობაზე, რომ ხელში გვიჭირავს ფული და უფლება მოგვეცით ჩვენი მოქალაქეები ჩამოვიყვანოთო. ჩვენ როდესაც ვუთხარით, რომ ჩარიცხეთ ფონდში ფული და გეგმის მიხედვით, რაც არის გაწერილი და პროცესს სახელმწიფო მართავს და არა ოპოზიცია. პასუხისმგებლობასაც ჩვენ ვიღებთ, რომ მოქალაქე კარანტინში მოხვდება და კარგად ვუვლით. შემდეგ მათ ეს აღარ მოისურვეს. ყველაფერში არის პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა“, - განაცხადა წულუკიანმა.