დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების 72 შემთხვევაა დადასტურებული.
„საქართველოში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების 72 შემთხვევა გვაქვს, რაც დაახლოებით 12.7%-ს შეადგენს. ეს არც ცოტაა და არც ძალიან ბევრი, დაახლოებით საშუალო მაჩვენებელზე ვართ საერთაშორისო მაჩვენებლის“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„სწორედ, დაინფიცირების ყველაზე მეტი პროცენტი მოდის იქ, სადაც კონტაქტია ხოლმე არა უკვე დადგენილ, არამედ უფრო შესაძლო შემთხვევებთან. მაგალითად, სასწრაფოების შემთხვევაში, დაახლოებით 30-მდე სასწრაფოს თანამშრომელია დაინფიცირებული”, – განაცხადა გამყრელიძემ.