დიმიტრი პესკოვი: პრეზიდენტ პუტინის ჯანმრთელობის დაცვა უმაღლეს დონეზეა უზრუნველყოფილი

დიმიტრი პესკოვი: პრეზიდენტ პუტინის ჯანმრთელობის დაცვა უმაღლეს დონეზეა უზრუნველყოფილი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაცვა უმაღლეს დონეზეა უზრუნველყოფილი.

„რასაკვირველია, ამ დღეებში, განსაკუთრებით სახელმწიფოს მეთაურთან მიმართებაში, ჯანმრთელობის დაცვა მაქსმიმალურად მაღალ დონეზე ხდება,“- აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსი რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინს, მშენებლობის მინისტრს ვლადიმერ იაკუშევსა და მის მოადგილეს დიმიტრი ვოლკოვს დაუდასტურდათ.