არსებული ინფორმაციით, ბოლნისის სოფელ მუშევანში ადგილობრივები სამართალდამცველებსა და სასწრაფოს ექიმებს დაუპირისპირდნენ

არსებული ინფორმაციით, ბოლნისის სოფელ მუშევანში ადგილობრივები სამართალდამცველებსა და სასწრაფოს ექიმებს დაუპირისპირდნენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინციდენტი მოხდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, სიტყვიერი დაპირისპირება და მცირე შეხლა-შემოხლა იმ დროს მოხდა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში მედპერსონალი, სამართალდამცავები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ.

არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ქვებით დააზიანეს აღნიშნულ სოფელში მერის წარმომადგენლის ავტომანქანა.

„ინტერპრესნიუსი“ მომხდარის დეტალებს არკვევს.

mamago დაიჭირეთ ყველა ან ალიევს გაუგზავნეთ და ის მიხედავს!
5 წლის უკან