„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ – სამტრედიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს

„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ – სამტრედიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაიონულ ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტებში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გრძელდება.

ამჯერად, აქციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციაც შეუერთდა.

აქციის ფარგლებში, სისხლი 60-მდე დონორმა უკვე გაიღო, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრებმა, აქტივისტებმა და მოხალისეებმა.

“მსოფლიოში არის სისხლის დეფიციტი, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც. იმის გამო, დღეს რა პროცესებიც მიმდინარეობს პანდემიასთან დაკავშირებით, აუცილებელიც არის სისხლის გაღება. ჩვენც გამოვეხმაურეთ პარტია “ქართული ოცნების” სამტრედიის კომიტეტის მოწოდებას ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩვენი ცენტრალური ოფისის და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაიღონ უანგაროდ სისხლი”, – აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტრტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პირველივე დღიდან შეუერთდა. უანგარო დონაციის აქციის ფარგლებში, სისხლი უკვე 900-მდე ადამიანმა გაიღო.

შეგახსენებთ, სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად ხორციელდება.