ისრაელის ელჩი: მზად ვართ, საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილება და მიღწევები გავუზიაროთ

ისრაელის ელჩი: მზად ვართ, საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილება და მიღწევები გავუზიაროთ

ისრაელი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო სამეცნიერო და სამედიცინო კვლევების თვალსაზრისით, მზადაა, საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილება და მიღწევები გაუზიაროს, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ისრაელში ტარდება კვლევები კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასამარცხებლად. Covid-19-თან საბრძოლველად, მუშაობა სამი მიმართულებით მიმდინარეობს; პრევენციის, ეფექტიანი მკურნალობისა და ეფექტიანი ვაქცინის შესაქმნელად. ჩვენ სრული წარმატებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ მასთან. სამეცნიერო კვლევებით, დაახლოებით, იმავე დონეზე ვართ, რა ეტაპზეც არიან მაგალითად გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოსა თუ აშშ-ში. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები და ვითანამშრომლოთ“ - განაცხადა რან გიდორმა.

საქართველოში კორონავირუსი ადამიანს 566 დაუდასტურდა, აქედან 184 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 6 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Katana ი ს რ ა ე ლ ი , სადაც 5 აპრილის მონაცემებით, 8018 ადამიანი იყო დაინფიცირებული და აქედან 26 უკვე გარდაიცვალა (მათივე ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით),
მზადაა საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს, სადაც კორონავირუსი სულ 566 ადამიანს დაუდასტურდა - სადღეისოდ! - აქედან მხოლოდ 6 ადამიანი გარდაიცვალა და 184 უკვე გამოჯანმრთელდა!..
საინტერესო ინიციატივაა! :))
5 წლის უკან