თბილისში, კარანტინში მყოფმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთს სცემა. ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, როგორც ქალს, ისე მამაკაცს, თუმცა ადგილზე პოლიცია ქალის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა და მისი მეუღლე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.
30 წლის გ.ს-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულოსხმობს.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. 28 წლის ქალმა ქმარს უთხრა, რომ მეგობარი მამაკაცი ჰყავს. მეუღლეებს შორის სიტყვიერი კონფლიქტი კი მალე ხეჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
დაკავებულის ახლობელი ყვება, რომ ნაცემია თავად მამაკაციც. მისივე თქმით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის ეს პირველი შემთხვევა არ არის.
„ადრეც სულ ჩხუბობდნენ და ახლა კარანტინში სულ ერთად რომ არიან ეს დღეები, ალბათ უფრო გამწვავდა სიტუაცია. ადრე გოგომ უთხრა, რომ თითქოს შვილი რეალურად მისი არ იყო და სხვისგან ჰყავდა. დნმ-ს ანალიზიც კი გაუკეთეს ბავშვს. გერმანიაში გააგზავნეს ექსპერტიზაზე. იქიდან მოვიდა პასუხი, რომ ბავშვი ნამვილად გ.ს-გან ჰყავდა. არ ვიცი რატომ ატყუებდა ქმარს", - ყვება ბრალდებულის ახლობელი "პრაიმტამთან".
ის კი არა, ერთი პერსონაჟი ვიცი (ავტორის სახელს არ გავამხელ), ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლი დაახრჩო კიდევაც... მაგრამ რად გინდა, 400 წელია, მთელი ცივილიზებული კაცობრიობა სიამოვნებით ადევნებს თვალს ოჯახური ძალადობის ამ აღმაშფოთებელ აქტს!..