ლევან რატიანის ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა

ლევან რატიანის ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დაუდასტურა. მისი თქმით, კლინიკა კარანტინის რეჟიმში მუშაობს.

​არსებული ინფორმაციით, კარანტინის გამოცხადების მიზეზი ერთ-ერთი ექიმი-გინეკოლოგის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.