მომავალი წლიდან საყოველთაო დაზღვევა ამოქმედდება. დაზღვევის პირველი ეტაპი თებერვლის ბოლოს დაიწყება და მინიმალურ პაკეტს 2 მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს. მეორე ეტაპის დაწყება ივლისიდან არის ნავარაუდევი და იგი მინიმალური დაზღვევის საბაზო პაკეტით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. საპარლამენტო უმცირესობა რისკებსა და კორუფციის საფრთხეზე საუბრობს. ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დაზღვევის პროცესი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იქნება, რაც კორუფციის რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.