20 წლის შემდეგ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ისევ აქტუალური ხდება. თემა, რომელიც სახელმწიფო ენერგეტიკულ პოლიტიკასთან გარემოსდამცველთა დაპირირსპირების მუდმივი საბაბი იყო, დღეს საზოგადოებრივი განხილვის საგანია. პროექტის ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საკითხს მთავრობასთან ერთად უკვე არასამთავრობო სექტორიც სწავლობს. გარემოსდაცვითი რისკების მიღმა პრობლემას სვანეთის მოსახლეობის ის ნაწილიც წარმოადგენს, რომელსაც დიდი ჰიდროსადგურის მშენებლობის შემთხვევაში მშობლიური ადგილიდან გადასახლება სამუდამოდ მოუწევს.