ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური კორონა,- ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, ვანო მერაბიშვილის რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში გაერთიანება მათთვის მძიმე ლოდი იქნება.
„მოვისმინეთ პოლიტიკური კორონავირუსის მცდელობა, საკუთრი თავის რეაბილიტაციის. რატომ არის ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური კორონა ამას ცოტა მოგვიანებით ავხსნი.
იმ 1000 სისულელეში და ტყუილში, რაც ვანო მერაბიშვილმა გუშინ განაცხადა, ყველაზე რთულია განსაზღვრო, რომელი იყო ყველაზე დიდი ტყუილი.
მაგალითად ის, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა იმ სისხლიან მკვლელობებზე და სადამსჯელო ოპერაციებზე, რომლებიც ხდებოდა მის სისტემაში.
არა მხოლოდ გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის საქმე, არამედ უამრავი საქმე, რომელმაც შექმნა რეპრესიული სისტემა, რომლის სათავაშიც თავად იყო“ – განაცხადა ანა დოლიძემ.
დაგაინტერესებთ, რა თქვა მერაბიშვილმა:
კარგი იქნებოდა ეს არ მომხდარიყო – ვანო მერაბიშვილი „იმედის“ დარბევაზე
ჯერჯერობით ჩემი მშობლებისა და მეგობრების დახმარებით ვცხოვრობ – ვანო მერაბიშვილი
გადაწყდა ისე, როგორც გადაწყდა – ვანო მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე
რატომ დაურეკა ციხიდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა ლევან ბერძენიშვილს
ვფიქრობდი, რომ ჩვენ არჩევნები გვქონდა წაგებული, იმავეს ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილი – მერაბიშვილი