იმ ბრალდებულებს, ვისაც სატელეფონო ზარებზე პროკურატურამ შეზღუდვა მოუხსნა, 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო მიეცათ

იმ ბრალდებულებს, ვისაც სატელეფონო ზარებზე პროკურატურამ შეზღუდვა მოუხსნა, 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო მიეცათ

იმ ბრალდებულებს, ვისაც საქართველოს პროკურატურამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სატელეფონო ზარებზე არსებული შეზღუდვა 22 მაისამდე მოუხსნა, თითოეულს 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო მიეცა.

დღეის მდგომარეობით პენიტენციურ სისტემაში 300-მდე ბრალდებულს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან სატელეფონო ზარებზე შეზღუდვა ჰქონდა დაწესებული. სწორედ ამ შეზღუდვის გამო მოცემული პირები ვერ მოხვდნენ იმ პატიმართა სიაში, ვისაც 22 აპრილს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან საჩუქრად უფასო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ.

იმისათვის, რომ 22 აპრილის მდგომარეობით სატელეფონო შეზღუდვის მქონე პატიმრებმაც შეძლონ ოჯახებთან და გარესამყაროსთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მოხდა შეთანხმება პენიტენციური სისტემისთვის სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიასთან და თითოეულ ასეთ პატიმარს 26 აპრილიდან უკვე ექნება საშუალება 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დროით ისარგებლოს.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პემიტენციურ სისტემაში მიმდინარე წლის 5 მარტიდან განსაკუთრებული პირობები მოქმედებს და ამ დროიდან ყველანაირი პაემნის უფლება შეჩერებულია. იმისთვის, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს მოცემული შეზღუდვის მიზეზით გარესამყაროსთან უფრიერთობის დეფიციტი ნაწილობრივ მაინც დაუკომპენსირდეთ, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ყველა პატიმარს ყოველთვიურად 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო ეძლევა უფასოდ.