ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი მიზანია პროცესი  ვმართოთ დროში და არ გვქონდეს გარკვეული ტალღები (ვიდეო)

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი მიზანია პროცესი  ვმართოთ დროში და არ გვქონდეს გარკვეული ტალღები (ვიდეო)

„ჩვენი მიზანია პროცესი  ვმართოთ დროში და არ გვქონდეს გარკვეული ტალღები. ჩვენ აღმოვჩნდით ფრთხილები და ამ სიფრთხილემ მოგვცა შედეგი. ეს დასაფასებელია ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში"  - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად".

მისი თქმით, იტალიის და ჩინეთის მსგავსად დღეში ასეულობით შემთხვევების მოლოდინი არ არის.

„20-30 პაციენტი დღეში, შეიძლება ნაკლები, შეიძლება ცოტა მეტი.  ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ველოდით, რომ შეიძლება ყოფილიყო ასეული, როგორც იყო იტალიის და ჩინეთის მაგალითზე, ეს მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს,  ვინაიდან, როგორც ჩვენ, ისე სხვა ქვეყნებმაც ისწავლეს ვირუსის მართვა.  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველამ მივიღეთ გამოცდილება. ჩვენ აღმოვჩნდით ფრთხილები და ამ სიფრთხილემ მოგვცა ეს შედეგი.  ეს დასაფასებელია ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, არავინ იცის, თუ როდის იქნება მეორე ტალღა და გასათვალისწინებელია სინგაპურის მაგალითი.

„შეიძლება სინგაპურის მაგალითზე განვიხილოთ, მათაც ჰქონდათ ძალიან წარმატებული შედეგები, მაგრამ ვინაიდან არ იყო დაცული გარკვეულ შემთხვევებში ის ბერკეტები, რომელიც უნდა ყოფილიყო შენარჩუნებული, მათთან მეორე ტალღა აღმოჩნდა ბევრად უფრო დრამატული. სწორედ ამ მაგალითზე დაყრდნობით, ჩვენ ამ შეცდომებს გავითვალისწინებთ და შესაბამისად იმ დაშვებებში, რომელსაც ვაპირებთ ვიქნებით საკმაოდ ფრთხილები. ჩვენი მიზანია პროცესი  ვმართოთ დროში და არ გვქონდეს გარკვეული ტალღები" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.