ვის აქვს ბუნებრივი იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ - გერმანელი ვირუსოლოგების კვლევა

ვის აქვს ბუნებრივი იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ - გერმანელი ვირუსოლოგების კვლევა

ადამიანების გარკვეულ კატეგორიას კორონავირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ბერლინის ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა კრისტიან დროსტენმა განაცხადა მეცნიერების მიერ ჩატარებული შესაბამისი კვევის შედეგების პრეზენტაციისას.

სპეციალისტებმა შეისწავლეს ტ-ლიმფოციტები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნური დაცვის ჩამოყალიბებაზე არიან პასუხისმგებელი. ამასთან, კვლევაში მონაწილეობდნენ ის მოქალაქეებიც, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს და ასევე ისინიც, ვინც კოვიდ-19 ვირუსით არ დაინფიცირებულან.

ექსპერტიმენტმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებს შორის, რომელთაც კორონავირუსი არ გადაუტანიათ, 34%-ს კორონავირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი ჰქონდათ გამომუშავებული. პარალელურად დადგინდა, რომ არც ერთ მათგანს არ ჰქონია კონტაქტი იმ პირებთან, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ.

ვირუსოლოგ კრისტიან დროსტენის აზრით, აღნიშნული ფაქტი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ პაციენტების ნაწილს წარსულში სხვადასხვა ტიპის კორონავირუსი ჰქონდათ გადატანილი.

ჩატარებული ექსპერტიმენტის საფუძველზე გერმანელი მეცნიერების მიერ გამოითქვა ვარაუდი, რომ იმ შემთვევაში, თუ პაციენტს წარსულში ჰქონდა გადატანილი რაიმე სახის ვირუსი, შესაძლოა კოვიდ-19 უსიმპტომოდ ან მარტივი ფორმით გადაიტანონ.

„გასაკვირია, მაგრამ დადგინდა, რომ ბოლო ჯგუფის პაციენტების 34 %-ს ჰქონდათ რეაქტიური ტ-უჯრედები, მაგრამ მათ არასოდეს არ ჰქონიათ კონტაქტი SARS-CoV-2 (ახალი კორონავირუსი) მატარებლებთან", - განამრტა კრისიტიან დროსტენმა.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სახის ექსპერტიმენტი პირველად ჩატარდა, გერმანელი ვირუსოლოგი აღნიშნავს, რომ მისი ჯგუფის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების საფუძველზე ნაადრევია რაიმე დასკვნების გაკეთება და იმაზე საუბარი, რომ მოსახლეობის მესამედს იმუნიტეტი აქვს ახალი კორონავირუსის მიმართ.

ვირუსოლოგმა ასევე ისაუბრა კიდევ ერთ სიახლეზე, რომელიც გერმანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს:

„ინფექციის აქტიურობის პიკი ანუ დაავადების სხვისთვის გადადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება სიმპტომების გამოკვეთამდე ერთი დღით ადრე. მაგრამ ინფექციის ყველაზე დიდი აქტივობა ოთხი დღის შემდეგ სრულდება", - განაცხადა კრისტიან დროსტენმა.

Katana .მე ვერ გავიგე სწორად რაღაცა? -
"ექსპერტიმენტმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებს შორის, რომელთაც კორონავირუსი არ გადაუტანიათ, 34%-ს კორონავირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი ჰქონდათ გამომუშავებული." - OK!
ახლა: "პარალელურად დადგინდა, რომ არც ერთ მათგანს არ ჰქონია კონტაქტი იმ პირებთან, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ."
? აბა, კონტაქტში თუ არ ყოფილან დაინფიცირებულებთან, საიდან უნდა შეჰყროდათ დაავადება, სულაც რომ იმუნიტეტის ნასახი არა ჰქონოდათ?!.
ასე რანაირად უნდა დაადგინო, აქვს თუ არა ცდისპირს იმუნიტეტი?!
(მე რომ შიდსი არ მქონია, ამას ჩემი იმუნიტეტის დამსახურებად ხომ ვერ ჩავთვლით, ვიდრე ზუსტად არ გვეცოდინება, ვყოფილვარ თუ არა ინტიმურ კავშირში ამ სენით დაავადებულებთან?)
5 წლის უკან