რამადანი დაიწყო – მუსლიმების წმინდა ქალაქში გარეთ არავინ გამოსულა (ვიდეო)

რამადანი დაიწყო – მუსლიმების წმინდა ქალაქში გარეთ არავინ გამოსულა (ვიდეო)

რამადანი დახურული კარების მიღმა – ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორი დაცარიელებულია მუსლიმების წმინდა ქალაქი მექა.

საუდის არაბეთის ქალაქ მექაში, დიდი მეჩეთის მოედანი, როგორც წესი, სავსეა ადამიანებით რამადანის პირველ დღეს, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსის გამო მკაცრი საკარანტინო წესებია გამოცხადებული.

მილიონობით მუსლიმისთვის, 24 აპრილს რამადანის წმინდა დღესასწაული დაიწყო.

ტრადიციის მიხედვით, რამადანის დროს, მორწმუნეები მთლიანად უარს ამბობენ საჭმლისა და წყლის მიღებაზე, გათენებიდან, მზის ჩასვლამდე.

მზის ჩასვლის შემდეგ, ბევრი მუსლიმი მეჩეთში სალოცავად მიდის, ხოლო მას შემდეგ ერთობლივ ტრაპეზაზე რჩება.

მსოფლიოს ბევრ მეჩეთში მასობრივი შეკრებები უკვე აიკრძალა. ასევე წელს იფთარის პროცესი ვირტუალურად გაიმართება: მორწმუნეები მიიღებენ ამანათს, რომელშიც იქნება რეცეპტების ბუკლეტები, სასარგებლო რჩევები, სამაგიდო თამაშები და ა.შ. ხოლო მუსლიმები შეკრებას Zoom-ის აპლიკაციით შეძლებენ.