ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ბორის ცილევიჩსა და კომიტეტის მდივანს ბას კლეინს შეხვდა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოხატა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერს მიღებულ რეზოლუციებთან დაკავშირებით, რაც აფიქსირებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ასახავს ამ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცეს. ასევე შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით უმძიმეს ვითარებაზე ისაუბრეს.