გერმანიის სასამართლო, კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ბრალდებით, სირიის საიდუმლო პოლიციის ორ წარმომადგენელს ასამართლებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წარმომადგენლებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ უყენებენ ბრალს. ამის შესახებ cp24 წერს.
საქმე ეხება სირიის სამოქალაქო ომის დროს, დამასკოს მახლობლად მდებარე ალ-ხათიბის ციხეში ადამიანთა წამების შემთხვევებს. 57 წლის ანვარ რ. და 43 წლის ეიად ა. 2019 წელს გერმანიაში დააკავეს. ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ჩვენებას რამდენიმე სირიელი ლტოლვილი მისცემს. მათი განცხადებით, ისინი სირიის ციხეში აწამეს.
ასადის რეჟიმი ადამიანთა წამების გამო საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. 2017 წელს სირიის ციხეში ათასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. მაშინ თეთრის სახლის ადმინისტრაციამ მომხდარი სირიელი ხალხის მიმართ ძალადობად შეაფასა და ქვეყნის მთავრობას იქამდე არსებული სანქციებიც გაუგრძელა.