აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების დასაძლევად, ეკონომიკისა და საავადმყოფოების მხარდაჭერისთვის 484 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
კანონპროექტს მხარი 388 კონგრესმენმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი – 5 წავიდა.
ამ თანხიდან, 321 მილიარდი დოლარი მცირე ბიზნესისთვის კრედიტების გაცემისთვის არის გაწერილი, 60 მილიარდი – საგანგებო სესხის პროგრამაა, რომელიც ასევე მცირე ბიზნესისკენ იქნება მიმართული, 75 მილიარდი – საავადმყოფოებისთვის, 25 მილიარდი კორონავირუსზე ტესტირების პროგრამასთვის.
შეთანხების დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება, რისი ხელმოწერის შემდეგაც, პაკეტი დამტკიცდება.