სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 73 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში ჩOVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 1596-ს მიაღწია.
სომხეთში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, გამოჯანმრთელებულია – 728 პაციენტი, 27 ადამიანი გარდაიცვალა.
ამჟამად მკურნალობას 841 ადამიანი გადის. ჯამში ქვეყანაში 16 551 ტესტი ჩატარდა.