პარლამენტში პირველი მოსმენით "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. პროექტი პრინციპების დონეზე კოლეგებს უკვე გააცნო მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ. კანონპროექტის წარდგენისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გათვალისწინებულია ყველა შესაბამისი უწყების - შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის შენიშვნები. განხილვას თვალყურს ადევნებს თამარ მახარაშვილი, დეტალებზე ის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.