რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 68 622-ს მიაღწია.
COVID-19-ით შემთხვევები ქვეყნის ყველა რეგიონში ფიქსირდება, მათ შორის ყველაზე დიდია მაჩვენებელი მოსკოვში.
ვირუსის გავრცელების დღიდან, გარდაიცვალა 615, გამოჯანმრთელდა 5 568 პაციენტი.