ჩეხეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც საკუთარი საზღვრები გახსნა

ჩეხეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც საკუთარი საზღვრები გახსნა

ჩეხეთის ხელისუფლებამ, თავის მოქალაქეებს, 24 აპრილიდან საზღვარგარეთ წასვლის უფლება მისცა, მათ შორის დასვენების მიზნით. ამავე დღიდან უქმდება ჩეხეთის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვაც. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ვოიტეხმა განაცხადა.

გარდა ამისა, ჩეხეთმა შეამსუბუქა უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანების წესიც, რათა ქვეყანაში შემოუშვან სტუდენტები, რომლებიც საქმიანი ვიზით არიან წასულები. ჩეხეთის მოქალაქეებმა და უცხოელებმა, საზღვართან უნდა წარადგინონ კორონავირუსზე უარყოფით ტესტის პასუხი ან გაატარონ 2 კვირა კარანტინში.

ჩეხეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც საკუთარი საზღვრები გახსნა.

ამასთან ერთად, ჩეხეთის მოქალაქეებს უფლება მისცეს შეიკრიბონ 10-ადამიანზე მეტი ჯგუფებით (მანამდე მხოლოდ 2 ადამიანის შეკრება შეიძლებოდა). 27 აპრილიდან, ხელისუფლების გეგმის მიხედვით, აღდგება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში, გაიხსნება მაღაზიები და ბიბლიოთეკები.

ოფიციალურ პრაღაში აღნიშნავენ, რომ შეზღუდვები შეიძლება დააბრუნონ, თუ სიტუაცია ქვეყანაში გაუარესდება.

ცნობისთვის, ჩეხეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც პანდემიის გამო საზღვრები ჩაკეტა. გადაადგილებაზე შეზღუდვა 16 მარტიდან მოქმედებდა.

ბოლო მონაცემებით, ჩეხეთში კორონავირუსი 7138 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 210 გარდაიცვალა და 2100 გამოჯანმრთელდა.

22 აპრილის შემდეგ, შემთხვევების კლება დაიწყო.