თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა საქართველოს სამხედრო უწყებას, თურქეთის მხარესთან 2006 და 2008 წლებში ხელმოწერილი საგარეო სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში საჩუქრად ორი ერთეული „ლენდ როვერის"-ის მარკის საველე სარემონტო მანქანა და ერთი ერთეული "ფორდის" მარკის ცეცხლმქრობი საველე მანქანა გადასცა. გადაცემის საზეიმო ცერემონია ორხევის დასახლებაში მდებარე საავტომობილო ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. ქართული მხარის მხრიდან დოკუმენტს ხელი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი კერესელიძემ, ხოლო თურქეთის მხრიდან - თურქეთის გენერალური შტაბის ლოგისტიკური საკითხების ოფიცერმა, შტაბის მაიორმა აიჰან დოღრუოზიმ მოაწერეს. მანქანების გადმოცემის საზეიმო ცერემონიას გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თურქეთის მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა მურათ ბურანმა და სამხედრო ატაშემ.