დონალდ ტრამპმა ირანის სამხედრო ნავების განადგურების ბრძანება გასცა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამერიკულ გემებს შეაფერხებენ

დონალდ ტრამპმა ირანის სამხედრო ნავების განადგურების ბრძანება გასცა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამერიკულ გემებს შეაფერხებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის სამხედრო ნავების განადგურების ბრძანება გასცა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამერიკულ გემებს შეფერხებებს შეუქმნიან.

„აშშ-ის საზღვაო ძალებს ბრძანება გავეცი, ირანის სამხედრო ნავებს ცეცხლი გაუხსნან და გაანადგურონ, თუ ამერიკულ გემებს ზღვაში შეფერხებებს შეუქმნიან“, - დაწერა დონალდ ტრამპმა თწიტტერ-ზე.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას აშშ-ის საზღვაო ძალების ექვსი გემი საერთაშორისო წყლებში წვრთნებს ატარებდა. წვრთნების დროს მათ ირანის საზღვაო ძალების გემები დაედევნენ და სახიფათო მანძილზე მიუახლოვდნენ. აშშ-ის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ ირანის პროვოკაციული ქმედებები საერთაშორისო საზღვაო წესების დარღვევაა.