პოლონეთის უდიდეს ნაკრძალში 5 წლის განმავლობაში ყველაზე მასობრივ ხანძარს ებრძვიან

პოლონეთის უდიდეს ნაკრძალში 5 წლის განმავლობაში ყველაზე მასობრივ ხანძარს ებრძვიან

პოლონეთის ყველაზე დიდი ნაკრძალში, ბებჟანსკის ეროვნულ პარკში ტყის ხანძარია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს პარკში ყველაზე ძლიერი ხანძარია. 6 ათასი ჰექტარის ფართობზე გავრცელებულ ცეცხლს ასობით მაშველი ებრძვის.

„გაზაფხულზე პარკის ბევრი ახალი ბინადარი იბადება. დანაკარგის დათვლა შეუძლებელია. ამ ტრაგედიას სიტყვებით ვერ აღვწერთ. ხანძართან ბრძოლა თვეობის მანძილზე მოგვიწევს“, - განაცხადა პარკის ერთ-ერთმა გიდმა, იანინა ზაკმა.

პოლონეთის გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ხანძრები პარკში ყოველ წელს ჩნდება, თუმცა ახლა ცეცხლის გავრცელებას გვალვამ და ქარმა შეუწყო ხელი. სწორედ ამ მიზეზებით რთულდება ცეცხლთან ბრძოლა.