თურქეთის 31 ქალაქის და პროვინციის მოსახლეობას 4 რის განმავლობაში სახლებიდან გასვლა აეკრძალა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აკრძალვა ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაზეც ვრცელდება და ძალაში 23 აპრილის საღამოდან შევა.
თურქეთის ხელისუფლებამ საკარანტინო ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება რამადანის გამო მიიღო, რომელიც 24 აპრილს იწყება. აკრძალულია დიდი ჯგუფების შეკრება. ამასთან, მედოლეებს, რომლებიც ქუჩებში დადიან და მორწმუნეებს დილის ტრაპეზისთვის აღვიძებენ, საჩუქრების შეგროვება აეკრძალათ.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში ინფიცირებულთა რიცხვი 98 674-მდე გაიზარდა, გარდაიცვალა 117 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.