აშშ-მ ჩინეთს მოუწოდა ყველა ის ბაზარი, სადაც ველური ცხოველები არალეგალურად იყიდება სამუდამოდ დახუროს

აშშ-მ ჩინეთს მოუწოდა ყველა ის ბაზარი, სადაც ველური ცხოველები არალეგალურად იყიდება სამუდამოდ დახუროს

აშშ- ჩინეთს ე.წ. სველი ბაზრების სამუდამო დახურვისკენ მოუწოდებს. გამოცემა Reuters-ის. ინფორმაციით, ამის მიზეზი ბაზრების კორონავირუსთან კავშირია.

სავარაუდოდ ახალი კორონავირუსი სწორედ ქალაქ უხანის ბაზრობაზე გაჩნდა.

„სველ ბაზრებზე არალეგალურად გაყიდული ველური ცხოველების და ზოონოტიკური დაავადებების კავშირიდან გამომდინარე, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის რესპუბლიკას მოუწოდა, ველური ბუნების სველი ბაზრები და ყველა ის ბაზარი, სადაც ველური ცხოველები არალეგალურად იყიდება სამუდამოდ დახუროს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.