საქართველოში კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 105 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 105 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 105 უკვე გამოჯანმრთელდა- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვქონდა 411 დადასტურებული შემთხვევა, დღის განმავლობაში უკვე დამატებულია ხუთი შემთხვევა და მათი უმრავლესობა არის კონტაქტები ადრე დადასტურებული ინფიცირებული შემთხვევების. მათი ეპიდკვლევა დაწყებულია. გამოჯანმრთელდა უკვე 105 ადამიანი, გვაქვს გარდაცვალების ხუთი შემთხვევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.