გიორგი კახიანი: მარნეულში მიმდინარე მოვლენები შეიძლება შეფასდეს როგორც მავნებლობა, როგორც პროვოკაცია, როგორც საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ

გიორგი კახიანი: მარნეულში მიმდინარე მოვლენები შეიძლება შეფასდეს როგორც მავნებლობა, როგორც პროვოკაცია, როგორც საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი, დღეს მარნეულში მიმდინარე მოვლენებს მავნებლობას, პროვოკაციასა და საბოტაჟს უწოდებს.

„იმ ვითარებაში რაშიც ვიმყოფებით, მე მგონი ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთ შეკრებებს აუცილებლად მოჰყვება ვირუსის გავრცელება, ვირუსის აფეთქება, რამაც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოგვცეს. ამიტომ ასეთი ქმედებები ცალსახად შეიძლება შეფასდეს, მხოლოდ როგორც მავნებლობა, როგორც პროვოკაცია, როგორც საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ. გარდა ამისა, კითხვებს აჩენს ისიც, რომ ამ შეკრებაზე გამოჩნდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, კონკრეტული პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდა და ძალიან დიდი ალბათობით, ყველაფერი ეს იყო ორგანიზებული. თუ ასეა, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო ამძიმებს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების პასუხისმგებლობას“, - განაცხადა გიორგი კახიანმა მარნეულში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.​

მანამდე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ბოკერიამ მარნეულის აქციის მისი პარტიის მიერ დაორგანიზება აღიარა.

მარნეულში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობა მარნეულში საგანგებო მდგომარეობის პირობებში შექმნილ შეზღუდვებს აპროტესტებს.

mamago და სად არის სპეცრაზმი?!
5 წლის უკან