ჟოზეფ ბორელიმ და გიორგი გახარიამ კორონავირუსთან ბრძოლის საკითხი და მისი ეკონომიკური შედეგები განიხილეს

ჟოზეფ ბორელიმ და გიორგი გახარიამ კორონავირუსთან ბრძოლის საკითხი და მისი ეკონომიკური შედეგები განიხილეს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ჟოზეფ ბორელიმ და გიორგი გახარიამ კორონავირუსის პანედემიაზე, მის წინააღმდეგ ბრძოლასა და სოციალურ-ეკონომიმიკურ შედეგებზე ილაპარაკეს.

ბორელიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს ამ კრიზისთან ბრძოლაში მხარს უჭერს. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს, რომლის ფარგლებში საქართველო 183 მილიონ ევროს მიიღებს.