ისრაელის პოლიციამ იერუსალიმთან პალესტინელი თავდამსხმელი მოკლა

ისრაელის პოლიციამ იერუსალიმთან პალესტინელი თავდამსხმელი მოკლა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინელი კაცი მოკლეს, რომელიც იერუსალიმის მახლობლად, გამშვებ პუნქტთან პოლიციელს დაესხა თავს. ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ოთხშაბათს მოხდა.

„ტერორისტი მესაზღვრე პოლიციელს ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი მაკრატლით დაჭრა. სხვა ოფიცრებმა თავდასხმას უპასუხეს, ტერორისტს ესროლეს და მოკლეს“, - განაცხადა ისრაელის პოლიციის პრესსპიკერმა, მიკი როზენფელდმა.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. დაშავებული პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია.