პარიზთან ახალგაზრდები პოლიციას დაუპირისპირდნენ

პარიზთან ახალგაზრდები პოლიციას დაუპირისპირდნენ

საფრანგეთში, პარიზის შემოგარენში ახალგაზრდები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტები ზედიზედ მეოთხე ღამეა გრძელდება, ამის მიზეზი კი კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით დაწესებული მკაცრი შეზღუდვებია, რომლებმაც ქვეყანაში სოციალური დაძაბულობა გაზარდა.

ახალგაზრდებმა პოლიციელებს გატეხილი ბოთლები დაუშინეს, მაღაზიების ვიტრინები დააზიანეს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს.