ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ორ ეპისკოპოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ორ ეპისკოპოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ორ ეპისკოპოსს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ვებგვერდზეა აღნიშნული, ინფიცირებულები არიან მთავარეპისკოპოსი გური და ეპისკოპოსი ვენიამინი.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, მომლოცველებისთვის 10 მაისამდე დაიხურა ერთ-ერთი მამათა მონასტერი, რომელსაც ნოვოგრუდსკის მთავარეპისკოპოსი გური ხელმძღვანელობდა. მღვდელმთავრის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და სამედიცინო მაჩვენებლები გაუმჯობესდა.

რაც შეეხება ბორისოვსკისა და მარინოგორსკის ეპისკოპოს ვენიამინს, ვირუსი მას აღდგომის დღესასწაულამდე გამოუვლინდა და მას ექიმმა მსახურებისგან თავის შეკავება ურჩია. მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.